პრემიერ-მინისტრი

პრემიერი: ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გვსურს უკეთესი მომავლის შექმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს განვითარება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ქვეყნის სხვადასხვა დარგის მოდერნიზება დაანახებს აფხაზებს და ოსებს, რომ ერთობლივ განვითარებაში ჩართვა უმჯობესია. 

"რეალურად, ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გვსურს უკეთესი მომავლის შექმნა და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ სხვა მომავალი არ გვაქვს, ერთად უნდა შევძლოთ საუკეთესო მომავლის შექმნა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ერთი მიწის შვილები ვართ და ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ერთად, მშვიდად ვიცხოვროთ და სწორედ ამ მიზნით ჩვენმა ხელისუფლებამ შერიგების პოლიტიკა დაიწყო - ეს არს დიალოგის რეჟიმი, მეგობრული და ძმური პოლიტიკის რეჟიმი, რასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ იმ მიმართულებით, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა და ვალდებულება, რომელიც საშუალბას მოგვცემს, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო მომისვლა ჰქონდეს, მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა დარგის მოდერნიზება, გავაუმჯობესოთ მოსახლეობის სოციალური პირობები, რის შემდეგაც გამოჩნდება ძალიან დიდი კონტრასტი ჩვენსა და აფხაზი და ოსი ძმების პირობებს შორს და მჯერა, ერთ დღეს ყველანი მივალთ იმ შეთანხმამდე, რომ ყველას მოგვინდება ამ ერთობლივ განვითარებაში ჩართვა და მჯერა, რომ აფხაზები და ოსები ამ მნიშვნელოვანი, ისტორიული პროცესის თანამონაწლეები გახდებიან“, - განაცხადა პრემიერმა. 

კომენტარები