რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

პატრუშევი: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა რუს ჟურნალისტებთან საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის პირველი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას.

"ჩვენ დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუმცა ორიენტირებულები მხოლოდ განცხადებებზე არ უნდა ვიყოთ. უნდა გადაიდგას რეალური ნაბიჯები საქართველოს მთავრობის მხრიდან. სამწუხაროდ, ისინი ჯერ არ საუბრობენ იმაზე, რომ არ გამოიყენებენ ძალას რუსეთის მიერ აღიარებული ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა პატრუშევმა.

ნიკოლაი პატრუშევმა NATO-სა და ამერიკის შეეერთებული შტატების ''გავლენაზეც'' ისაუბრა.

"ამის გარდა, ქვეყანაზე დიდ გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატები და NATO. ნათლად ჩანს წინააღმდეგობები პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის. მათ უნდა გადაწყვიტონ შიდა პრობლემები და განსაზღვრონ, რომელს რა როლი აკისრია. ერთი მათგანი ამბობს, რომ დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაში, მეორე ასეთ განცხადებებს არ აკეთებს. სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიცაა საქართველოს NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანება, ორივეს პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა", - განაცხადა პატრუშევმა.

კომენტარები