საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგორი კარასინი ხვალ გამართავენ პირველ არაოფიციალურ შეხვედრას.
აბაშიძე ჟენევაში უკვე გაემგზავრა. ხვალ კი, 14 დეკემბერს, ჟენევაში ქართულ-რუსული არაფორმალური შეხვედრა გაემართება.
გამგზავრებამდე, აბაშიძემ მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებისთვის და აღნიშნა, რომ „ქართული მხარე მზად არის რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისათვის“.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ერთადერთი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საქართველო და რუსეთი ურთიერთობდნენ, ჟენევის მოლაპარაკებები იყო.




