დსთ

დსთ-ში დაბრუნების სანაცვლოდ ლუკაშენკო მზადაა საქართველოს ხელისუფლებას მუხლებზე დაუჩოქოს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებს საქართველოს დსთ-ში დასაბრუნებლად. მეტიც, იგი მზადაა ამისთვის საქართველოს მთავრობას მუხლებზე დაუჩოქოს - ამის შესახებ ინფორაციას სააგენტო РИА Новости ავრცელებს.
"1 იანვრიდან ჩვენ [ბელარუსი] ვიქნებით დსთ-ს თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ თქვენ [საქართველოს] გელოდებით. მე ჩამოვალ თქვენთან, დაგიჩოქებთ, ოღონდ არა საჯაროდ. თუ გნებავთ, საჯაროდაც მზად ვარ ამისთვის და გთხოვთ, დაბრუნდეთ დსთ-ში", - განაცხადა ლუკაშენკომ. 
ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას. 
"დაბრუნება აუცილებელია და იქ ჩვენ ყველა საკითხის გადაწყვეტას შევძლებთ, თუკი ქართველ პოლიტიკოსებს ეს სურთ", - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ თანამეგობრობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საქართველომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მიიღო. ოფიციალური მიმართვა საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებიდან დსთ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა 2008 წლის 18 აგვისტოს მიიღო. თანამეგობრობა კი ქვეყანამ ოფიციალურად ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 18 აგვისტოს დატოვა.

კომენტარები