ამერიკის ელჩი საქართველოში

ნორლანდი: გვერდში ვუდგავართ ყველა მთავრობას, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს

"გვერდში ვუდგავართ ყველა მოქალაქეს, აქტივისტსა და მთავრობას, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.
ნორლანდმა აღნიშნა, რომ  მთავრობები, რომლებიც ამ ფასეულობებს იზიარებენ, უფრო მშვიდობიანი და წარმატებულნი არიან და სხვა ქვეყნებს უკეთეს მეზობლობას უწევენ. 
"განუხრელად მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებას. გვერდში ვუდგავართ ყველა მოქალაქეს, აქტივისტსა და მთავრობას, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. აშშ მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, თითოეული ადამიანის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების, ლოცვისა და ლიდერთა არჩევის უფლებას მისი სქესის, რასის, რელიგიის, ეროვნების, სექსუალური ორიენტაციის, ფიზიკური ან მენტალური უნარშეზღუდულობის განურჩევლად. გვჯერა, რომ მთავრობები, რომლებიც ამ ფასეულობებს იზიარებენ, უფრო მშვიდობიანი და წარმატებულნი არიან და უკეთეს მეზობლობას უწევენ სხვა ქვეყნებს", - განაცხადა ამერიკის ელჩმა. 
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 10 დეკემბერს, აშშ-ის საელჩომ, ევროკავშირის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და სხვა ქვეყნების საელჩოებთან ერთად, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და შრომის საკითხებზე რამდენიმე მრგვალ მაგიდას უმასპინძლა. აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი სამოქალაქო საზოგადოების საკითხებზე გამართულ მრგვალ მაგიდას გაუძღვა. 

კომენტარები