შეწყალება

საქართველოს პრეზიდენტმა 92 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 92 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. 

მანანა მანჯგალაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა იმ მსჯავრდებულთა შეწყალების აქტი, რომელთა გათავისუფლების რეკომენდაციითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა მიმართა.

"საქმე ეხება მსჯავრდებულთა იმ ჯგუფს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, ან უკიდურესად მძიმეა. თავიდან 137 მსჯავრდებულზე იყო საუბარი, თუმცა გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სასჯელაღსრულების სამინისტროდან დოკუმენტაცია 92 პატიმარზე შემოვიდა. პრეზიდენტმა დღეს ყველა მათგანის შეწყალების თაობაზე გამოსცა აქტი", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

შეწყალებული პატიმრები საპყრობილეებს დღეს დატოვებენ.

კომენტარები