კვლევა

კორუფციის აღქმის 2012 წლის ინდექსში საქართველო 51-ე ადგილზეა

კორუფციის აღქმის 2012 წლის ინდექსში საქართველო 52 ქულით, 51-ე ადგილზე მოხვდა. კვლევა Transparency International- მა ჩაატარა და მასში სულ 176 ქვეყანა მონაწილეობდა.

კვლევის მიხედვით, ქვეყნებში, რომლებმაც 50-დან 100 ქულამდე დააგროვეს, კორუფციის კუთხით ნაკლები პრობლემებია, ხოლო 50 ქულაზე ნაკლები მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორუფციის მხრივ ცუდი მდგომარეობაა. 

რეიტინგში საქართველოს ანალოგიური მაჩვენებელი სეიშელის კუნძულებს აქვს.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი 27 ქულით 139-ე ადგილზეა, სომხეთი 34 ქულით 105-ე ადგილს იკავებს. ხოლო რუსეთი 28 ქულით 133-ე ადგილზე გავიდა.  

რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებლები აქვს დანიას, ფინეთს, ახალ ზელანდიას, შვედეთს, სინგაპურს, შვეიცარიას და სხვა ქვეყნებს, ხოლო ბოლო ადგილები დაიკავეს მიანმამ, ჩრდილოეთ კორეამ, სომალიმ და ავღანეთმა. 

2011 წელს, ამავე რეიტინგში სა­ქარ­თვე­ლომ 182 ქვე­ყა­ნას შო­რის 64–ე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და მაქ­სი­მა­ლუ­რი 10 ქუ­ლი­დან 4.1 ქუ­ლა მი­ი­ღო. 

 

კომენტარები