ევროვიზია

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა

ჯგუფმა "The funkids", მეათე საბავშვო ევროვიზიაზე, მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს წარმომადგენელი ბავშვები კონკურსზე მე-10 ნომრად გამოვიდნენ და 103 ქულა მოიპოვეს.

პირველი ადგილი უკრაინის წარმომადგენელმა, ანასტასია პეტრიკმა დაიკავა. მესამე ადგილზე კი, სომხეთის წარმომადგენელი, ჯგუფი "ჩომპასი" გავიდა.

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტური ჟიურის ქულებითა და ევროპელი მაყურებელის ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა. ჯგუფ "The funkids"-ის პროდიუსერი გიგა კუხიანიძეა. საკონკურსო სიმღერის ტექსტი კი, ნანა ცინცაძეს ეკუთვნის.

2012 წლის ევროკონკურსზე 12 ქვეყანა მონაწილეობდა. ღონისძიება ამსტერდამში “ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში“ გაიმართა. საღამო 2011 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ჰოლანდიის წარმომადგენელმა, რეიჩელმა გახსნა.

საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილეობა მეექვსედ მიიღო. აქედან, ორჯერ გაიმარჯვა. კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” განახორციელა.

 

კომენტარები