რუსთაველის თეატრი

გურამ ოდიშარია: მმართველი და ხელმძღვანელი ერთად ჰარმონიულად უნდა მუშაობდნენ

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ კომენტარი გააკეთა რუსთაველის თეატრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. მინისტრისთვის ცნობილია, რომ  რეჟისორ რობერტ სტურუას მმართველის თანამდებობის შეთავსება სურს, თუმცა ამ საკითხის გადასაწყვეტად ოდიშარია დიალოგის გამართვას გეგმავს. ოდიშარია საბოლოო გადაწვეტილებას ერთი თვის ვადაში გაახმოვანებს.  
"მანამდე იქნება დიალოგები რობერტ სტურუასთან და ასევე ზაალ ჩიქობავასთანაც, რადგან არ შეიძლება პრობლემის მოგვარება დიალოგის გარეშე,"- ამბობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. ოდიშარიას თქმით, მმართველი და ხელმძღვანელი ერთად ჰარმონიულად უნდა მუშაობდნენ. ამდენად, შესაძლოა ზაალ ჩიქობავა თანამდებობიდან გათავისუფლდეს. თუმცა, მინისტრი მიიჩნევს, რომ შეიძლება სხვა ფორმულითაც მოხდეს საკითხის გადაწყვეტა.
შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ხელი უკვე მოაწერა, თუმცა სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობასთან ერთად, თეატრის მმართველის პოზიციასაც ითხოვს.

კომენტარები