რუსთაველის თეატრი

რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის მმართველის პოზიციასაც ითხოვს

დღეს, 30 ნოემბერს, რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნა. სტურუას დანიშვნის შესახებ ბრძანებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ხელი უკვე მოაწერა, თუმცა სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობასთან ერთად, მმართველის პოზიციასაც ითხოვს.
„მე ვითხოვე, რომ ორივე პოსტი შევიერთო. ჯერჯერობით მხოლოდ ნახევარია ბრძანების“, - განაცხადა რეჟისორმა ტელეკომპანია მაესტროსთან კომენტარში.
თეატრი ET CETERA თბილისში გასტროლებს მართავს. სტურუამ კი განაცხადა, რომ თეატრს მოსკოვში, უკან უნდა გაჰყვეს და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ „თხოვნას“ შეუსრულებენ, ანუ ორივე პოზიციაზე დანიშნავენ.

კომენტარები