ვიზიტი

ჯორჯ სოროსი საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველომ", ჯორჯ სოროსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯორჯ სოროსი საქართველოს კერძო ვიზიტით ეწვევა.

"აღნიშნული ვიზიტი არის არაოფიციალური, მისი მიზანია ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, ორგანიზაციის ბოლო წლების მუშაობის შეჯამება და სამომავლო სტრატეგიის განხილვა. არ არის გამორიცხული, რომ ახალი პოლიტიკური რეალობის გაცნობის მიზნით, ჯორჯ სოროსი შეხვდეს პოლიტიკურ ლიდერებსაც. ასევე, გვსურს განვაცხადოთ, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს ჯორჯ სოროსი "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდეს, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯორჯ სოროსი და ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" არ აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს და მათ საქმიანობას საქართველოში. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიზანი ყოველთვის იყო და უახლოეს წლებშიც იქნება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების ინტერესების ადვოკატირება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბიზ­ნეს­მე­ნი და ფონდ "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯორჯ სო­რო­სი მიმ­დი­ნა­რე კვი­რას თბი­ლისს ეს­ტუმ­რე­ბა.

კომენტარები