ვიზიტი

საქართველოში ერიკ რუბინი ჩამოვიდა

დღეს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ერიკ რუბინი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ერიკ რუბინმა აშშ-ის ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. დღესვე გაიმართება შეხვედრა, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, მონაწილეობას მიიღებს 12 აპრილს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.

კომენტარები