საქართველოს მთავრობა

მთავრობის სხდომაზე სოდ-ისა და კუდ-ის მომავალზე იმსჯელეს

კანცელარიის შენობაში გამართულ მთავრობის  სხდომაზე კუდ-ისა და სოდ-ის გაუქმებაზეც იმსჯელეს. კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტები პრეზიდენტის ბრძანებით 2004 წლის 27 დეკემბერს შეიქმნა. 

"ეს არის ცვლილება, რომელსაც საზოგადოებას დავპირდით. კუდ-ის ბაზაზე უკვე შეიქმნა ორი ახალი სამსახური - სახელმწიფო უსაფრთხოების და ანტიკორუფციული სააგენტოები. სოდ-ის დეპარტამენტი კი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს შეუერთდა და შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. ასევე, შეიქმნა რეფორმებისა და განვითარების ახალი სააგენტო და მინისტრის აპარატი. ცვლილებები, რომელიც დღეს განვიხილეთ, სწორედ აღნიშნულს გულისხმობს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის თქმითაც, შს სამინისტროში სრულიად ახალი სტრუქტურა ჩამოყალიბდა. 

კომენტარები