ბოსნია-ჰერცოგოვინა

ბოსნია: 17 წელი დეიტონიდან

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბული ნაწილის პრეზიდენტი მილორად დოდიკი, 21 ნოემბერს, დეიტონის შეთანხმების მე-17 წლისთავზე გამოვიდა ინიციატივით, რომ ქვეყანა სამსუბიექტიან ფედერაციად გარდაიქმნას. ამჟამად ბოსნია ორი სუბიექტისაგან შედგება - სერბული რესპუბლიკისა და მუსლიმურ-ხორვატული ფედერაციისაგან. დოდიკის ინიციატივით მუსლიმურ-ხორვატული ფედერაცია უნდა დაიშალოს და თითოეული სუბიექტი პირდაპირ გაწევრიანდეს ბოსნიის ფედერალურ სახელმწიფოში.

ბოსნიის 1992-95 წლების ომში, NATO-ს ჩარევის შედეგად, კონფლიქტის მხარეები დეიტონში (აშშ, ოჰაიო) შეთანხმდენ ბოსნია და ჰერცოგოვინას ტერიტორიაზე შექმნილიყო ორი ერთეული.  ჩამოყალიბდა ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაცია ტერიტორიის 51%-ით და სერბული რესპუბლიკა (49%). ასევე შეიქმნა ბრჩკოს ავტონომიური ერთეული, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობით სარგებლობს. მოსახლეობის 48 პროცენტი  ბოსნიაკი, 37%-სერბი და 14 % ხორვატია. ბოსნიას და ჰერცეგოვინას სამპრეზიდენტიანი მმართველობა აქვს, თითოელს ვეტოს უფლებით.

1995 წლის დეიტონის შეთანხმებით დასრულდა სისხლიანი სამოქალაქო ომი, რომელიც მუსლიმ ბოსნიაკ, მარლთმადიდებელ სერბ და კათოლიკე ხორვატ ეთნოსებს შორის მიმდინარეობდა. თუმცა, დოდიკის თქმით თუ სამივე ეთნოსის ტერიტორიული ერთეული არ შეიქმნება, ბოსნია და ჰერცოგოვინამ შეიძლება ერთ დღეს არსებობა შეწყვიტოს. 

დოდიკმა განცხადებაში ბოსნიის  არასტაბილურობაში  ბრალი დასდო უმაღლესი წარმომადგენლის ოფისს (OHR), რომელსაც 1995 წლის შეთანხმებით მიენიჭა უფლება შეთანხმებული საკითხების აღსრულებისთვის მეთვალყურეობა  გაეწია. დეიტონის ხელშეკრულებას ბოსნიის  მხრიდან ალია იზეტბეგოვიჩი, სერბეთის და ხორვატიის მხრიდან სლობოდან მილოშევიჩი და ფრანიო ტუდჯმანი აწერდნენ. 

დროთა განმავლობაში, იმის გამო, რომ კონფლიქტის მხარეები ვერ თანხდებოდნენ ისეთ საკითხებზეც კი, როგორიც იყო ჰიმნი, დროშა და ვალუტა, უმაღლესი  წარმომადგენლის უფლებები გაიზარდა.  მოსახლეობას ერჩვინა მათთვის გადაწყვეტილებაის  მიღება საერთაშორისო დონეზე მომხდარიყო, ვიდრე რომელი ეთნიკურ  ჯგუფს მინიჭებოდა უპირატესობა.

  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპის კონტინენტზე ყველაზე სისხლიანი კონფლიქტის საბოლოო მოგვარება და  მშვიდობიანი  თანაცხოვრების უზრუნველყოფა  საერთაშორისო საზოგადოებამ ვერ შეძლო. კონფლიქტის დასრულებიდან  17 წლის შემდეგაც პოლიტიკური  და ეთნიკური ნაპრალი მოსახლეობას შორის ჯერ  კიდევ დიდია. 

ბოსნია და ჰერცეგოვინას 14 მილიარდის ოდენობის საერთაშორისო დახმარება  დემოკრატიზაციის ექსპერიმენტის ჩატარებისკენ იყო მიმართული. 1996 წლისათვის 17 მთავრობა,  გაეროს 18  სააგენო, 27 მთავრობათშორისი ორგანიზაცია და 200 არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთო ამ პროცესში. გარდა ამისა, ათიათასობი სამხედრო  იყო განთავსებული ბოსნიის ტერიტორიაზე. 

ბრიუსელის, OHR-ის და ვაშინგტონის  ქმედება გაეძლიერებინა ცენტრალური მთავრობა კრახით დამთავრდა. 2006 წლისთვის უმაღლესი წარმომადგენლის ჰედი ეშდაუნის ვადის დასრულებასთან ერთად, ამ პოსტის გაუქმებაზე  საუბარი დაიწყო. თუმცა ქვეყანაში არსებული სუსტი ცენტრალური მთავრობა, მოსახლეობის პოლარიზიცია, უძლური სასამართლო სისტემა და კორუფცია შეუძლებელს  ხდის ბოსნია-ჰერცეგოვინას საერთაშორისო მეთვალყურეობის გარეშე არსებობას. იზრდება ნაციონალისტური პარტიების რაოდენობა და მხარდაჭერა.  

საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც ორი პალატისგან შედგება ადგილებს ინაწილებენ მულტი ეთნიკური   სოციალ დემოკრატიული პარტია, სერბული ნაციონალისტური თავისუფალ სოციალ-დემოკრატთა ალიანსი, ბოსნიაკთ ნაციონალისტური დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც ისლამურ პრინციპებს ეფუძნება და მემარჯვენე-კონსერვატორული გაერთიანება უკეთესი მომავლისათვის. ბოსნიის პოლიტიკურ სპექტრზე, ხშირ შემთხვევაში, პარტიები ეთნიკური თვალსაზრისით იყოფიან. საპარლამენტო ასამბლეა სულ 57 დელეგატისგან შედგება აქედან 42 წარმომადგენლობითი პალატიდან აირჩევა (28 ბოსნიიდან  და  14 სერბეთიდან), ხოლო 15 სახალხო პალატიდან (5-5 წევრი  ბოსნიაკი, ხორვატი და სერბი ეთნოსიდან).

 ეკონომიკურმა კრიზისმა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმირების პროცესის სტაგნაცია გამოიწვია. ქვეყნის არსებობა საერთაშორისო წარმომადგენლობის გარეშე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.  სარაევოს  ეკონომიკა ზირითადად  საერთაშორისო  დახმარებებით საზრდოობს. საბიუჯეტო დეფიციტი და მაღალი  უმუშევრობის დონე  ქვეყნის მთავარი ეკონომიკური პრობლემებია.  ამ წლის ოქტომბერში IMF-მა 400 მილიონის ოდენობით სესხი  გამოყო,   რომლის მიხედვითაც ორი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ”საშინაო სტრუქტურული სისუსტების” აღმოფხვრა. ქვეყანა დახმარებას იღებს ევროკავშირისგანაც.

  ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირსა და NATO-ში მიღების გეგმა გარკვეული წახალისება იყო ბალკანეთის სხვა სახელმწიფოებისთვის და ამასთანავე, პოლიტიკური კომპრომისი ევროპისა და ამერიკის  მხრიდან ბოსნიისადმი. 2010 წელს ქვეყანამ NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიიღო.  ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის მიერ კი  ”პოტენციური კანდიდატი ქვეყანის”  სტატუსი მიენიჭა და 2010 წლიდან  სტაბილიზაციისა და შეერთების პროცესის ნაწილი გახდა.

ბოსნიაკთა ნაწილი მომხრეა ძლიერი  ცენტრალური მთავრობისა მაშინ, როდესაც სერბული მხარე ამას  წინ უღდგება. ეთნიკური ჯგუფების მცდელობა დამოუკიდებლად, უმაღლესი წარმომადგენლის გარეშე მიაღწიონ პოლიტიკურ კომპომისს წარუმატებელია.

”ბოსნია და ჰერცეგოვინა დეიტონის შეთანხმებამდე არ არსებობდა მის  ახლანდელს საზღვრებში”  - განაცხადა მილორად დოდიკმა. მისივე თქმით ბოსნიის ცენტრალიზებული მთავრობის დეცენტრალიზაცია ჯერ კიდევ იუგოსლავიის შემადგელობაში ყოფნის დროს იყო აუცილებელი.

ევროკავშირთან  და NATO-სთან შეერთების პროცესი გაჭიანურდა ბოსნიის მხრიდან საჭირო რეფორმების შეუსრულებლობის გამო. როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა ვალენტინ ინცკომ ნოემბრის დასაწყისში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, საკანონმდებლო ჩიხი და პოლიტიკური პარტიების მიერ კონსტიტუციის და საკანონმდებლო  პრინციპების უგულველელყოფა ამ კუთხით  დამატებით სირთულეებს წარმოშობს და ბოსნია ბალკანეთის ინტეგრაციის პროცესს ჩამორჩება.

 

 

კომენტარები