ინციდენტი

შსს: დაკავებულია გიორგი გაჩეჩილაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი, გიორგი გაჩეჩილაძე, დაკავებულია.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ გიორგი გაჩეჩილაძე დააკავა. გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს(ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით).საქმე ეხება 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე „გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.“

შეგახსენებთ, რომ კაფე "გალერის" შესასვლელთან მომხდარი ინციდენტის  ამსახველი ვიდეომასალა ტაბულამ 29 ოქტომბერს გაავრცელა.

 

 

კომენტარები