საქართველოს მთავრობა

განცხადება აშშ-ში სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით

საქართველოს მთავრობა ჩრდილოეთ ამერიკაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას სპეციალური განცხდებით ეხმიანება.  

„საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა მწუხარებას ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარე სტიქიური უბედურების გამო, რომლის დროსაც ქარიშხალმა - სენდიმ, არსებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში 13-ზე მეტი, ხოლო კარიბის ზღვის რეგიონში 70 ადამიანი იმსხვერპლა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი გამოიწვია. ქართველი ხალხი მხარდაჭერას უცხადებს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ხალხს ამ მძიმე პერიოდში და თანაგრძნობას გამოხატავს დაღუპულთა ოჯახების მიმართ“.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ნიუ იორკის დიდი ნაწილი დატბორილია. მილიონობით ადამიანი სკოლებში მოწყობილ თავშესაფრებს აფარებს თავს. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 6 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წინასწარი შეფასებით, სტიქიური უბედურებისგან მიყენებული ზარალი 20 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

სტიქიის ზონაში 2 ათასამდე ქართველი ცხოვრობს. სტიქიის შედეგად ქართველების დაშავების შესახებ ინფორმაცია ნიუ იორკში საქართველოს საკონსულოში არ მიუღიათ.

კომენტარები