არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობოები პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულთა საქმის გამოძიებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული პირების საქმის გარემოებების შესწავლისკენ მოუწოდებენ. ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,  სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ მიერ აღრიცხული შემთხვევებიდან, ყველაზე ხშირად მოქალაქეთა სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას ადგილი ჰქონდა განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების დაქვემდებარებულ უწყებებში, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და მათდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. არასამთავრობო ორგანიზაციები მივმართავთ შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ შიდაუწყებრივი მოკვლევა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული პირების გათავისუფლების გარემოებების თაობაზე, რათა დროულად მოხდეს უკანონოდ გათავისუფებული მოქალაქეების უფლებების აღდგენა და უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირების გამოვლენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები