საქართველოს მთავრობა

ივანიშვილი: თუ ბიუჯეტი არ იქნება საკმარისი პროგრამისთვის, პირადად გამოვნახავ სახსრებს

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე სამთავრობო პროგრამის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის შესასრულებლად ბიუჯეტი საკმარისი არ იქნება, იგი პირადად გამონახავს სახსრებს.

„ძალიან მიჭირდა ხელის მოწერა ჩვენს პროგრამაზე, რადგან არ ვიცოდი ბიუჯეტის რეალური შესაძლებლობები და, შესაბამისად, თავს ვიკავებდი მსგავსი დაპირებებისგან. ჩემი თანხმობა თავის დროზე მოხდა იმაზე დაყრდნობით, რომ თუ ბიუჯეტი არ იქნებოდა საკმარისი, მე გამოვნახავდი პირადად სახსრებსაც და კანონის ისეთ გზასაც, რომ ეს არ იქნება საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელი“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კოალიციაში ბიუჯეტის შესაძლებლობები არ იცოდნენ, სამთვრობო პროგრამამ გუნდში პოლემიკა გამოიწვია.

სოფლის მეურნეობის მილიარდიან ფონდზე საუბრისას პრემიერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მის დასაფინანსებლად იგი ბიუჯეტის გარდა დამატებით წყაროებსაც მოიაზრებს. მისი თქმით, ის პროექტები, რომელთა დაფინანსების საშუალებაც ბიუჯეტიდან არ იქნება, კანონიერი გზით დაფინანსდება.

 

კომენტარები