ლიბია

Human Rights Watch-ი კადაფის სიკვდილის შესახებ

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა 58 გვერდიანი ანგარიში (დიქტატორის სიკვდილი - სიტრეს სისხლიანი ანგარიშსწორება), რომელიც დიქტატორი მუამარ კადაფისა და მისი ტყვედ აყვანილი თანამებრძოლების სიკვდილამდე გატარებულ რამდენიმე საათსა და მათ გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გარემოებებს მიმოიხილავს. 
Human Rights Watch-ის ანგარიშში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ ლიბიელ მეამბოხეთა დაჯგუფებამ შეიპყრო და განაიარაღა კადაფი და მისი თანმხლები პირები, რის შემდეგაც ისინი სასტიკად სცემს. ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ მეამბოხეებმა კადაფის კორტეჟის წევრები, მინიმუმ 66 დატყვევებული პირი, სასტუმრო მაჰარიში გადაიყვანეს და სიკვდილით დასაჯეს.   ორგანიზაციის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები იმაზეც მიუთითებს, რომ მეამბოხეებმა კადაფის დაჭრილი შვილი მუტასიმი რირტედან მისრატაში გადაიყვანეს და იქ მოკლეს. 
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, შეპყრობილი მეომრების დახოცვა უმძიმესი სამხედრო დანაშაულია. 

კომენტარები