საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს დღეს შეხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება.
შეხვედრა დახურული იქნება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფოტო და ვიდეოგადაღება. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა 10.30 საათის შემდეგ გაიმართება.
ჯერჯერობით უცნობია, გააკეთებენ თუ არა მხარეები კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ.




