საქართველოს შეიარაღებული ძალები

შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს გიორგი კალანდაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძე დაინიშნა.

ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე ამ დრომდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო. მან პოსტზე  დევი ჭანკოტაძე შეცვალა.

 

კომენტარები