არჩევნები2012

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2012 წლის საპარლამენტი არჩევნების ეგზიტპოლის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.

საღამოს 17:30 საათის მონაცემებით, ეგზიტპოლის შედეგები ასე გამოიყურება:

ქართული ოცნება - 35%

ნაციონალური მოძრაობა - 30%

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - 1.36%

ლეიბორისტური პარტია - 0.7%

უარი პასუხზე - 32%

ეგზიტპოლის უფრო დაზუსტებულ მონაცემებს საზოგადოებრივი მაუწყებელი საღამოს 10 საათზე გააცნობს მაყურებელს.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ეგზიტპოლი გერმანული კვლევითი კომპანია GFK - მ განახორციელა. ეგზიტპოლის შედეგებს 3%-იანი ცდომილება აქვს და არ ითვალისწინებს მაჟორიტარული წესით არჩევნების შედეგებს.

 

კომენტარები