არჩევნები2012

ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარულ არჩევნებში 53 ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებას ელის

ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მაჟორიტარულ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა 53 ოლქში დამაჯერებლად ლიდერობს. თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებს ამ ოლქების დიდი ნაწილის ჩამონათვალიც გააცნო. ამ მონაცემების მიხედვით, ეს ოლქებია:

ხელვაჩაური, ხულო, ქობულეთი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი, მარტვილი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ტყიბული, წყალტუბო, ქუთაისი, ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, ხარაგაული, თერჯოლა, ცაგერი, ონი, ამბროლაური, ნინოწმინდა, ლენტეხი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ბორჯომი, გორი, ქარელი, კასპი, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, გარდაბანი, მარნეული, რუსთავი, ახმეტა, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, გუჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, საგარეჯო.

კომენტარები