არჩევნები2012

ივანიშვილი: პირველად ქართველმა ხალხმა არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება

ეგზიტპოლების პირველად შედეგებს ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა.

”უამრავი ძალადობისა და ხელის შეშლის მიუხედავად, ჩვენი ძალიან კარგი მენეჯმენტითა და ორგანიზმებით მივიღეთ ის, რომ პირველად ქართველმა ხალხმა არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება, ეს საქართველოს ისტორიაში ძალიან დიდი მოვლენაა. დღეს უნდა დავივიწყოთ ყველანაირი წყენა და ერთად უნდა ავაშენოთ საქართველო, რა თქმა უნდა,  ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა ისინი პასუხს აგებენ კანონის წინაშე. მე პარლამენტში არანაკლებ 100 ადგილს ველოდები” - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული ოცნების ლიდერმა.

კომენტარები