არჩევნები2012

ქართული ოცნება ეგზიტპოლის შედეგებს დამონტაჟებულ ეკრანებთან შეხვდება

ქართული ოცნების პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საღამოს რვა საათზე, როდესაც ეგზიტპოლების შედეგები გამოცხადდება, ქართულ ოცნებასთან ერთად ყოფნის მსურველებს, შეუძლიათ, შედეგების გამოცხადებას კოალიციის შტაბების ეზოებში, ქალაქის რამდენიმე ადგილას დამონტაჟებულ ეკრანებთან შეხვდნენ.

ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ დარღვევებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საღამოსკენ ვითარება უფრო გართულდა და ფაქტებიც უფრო მძაფრია. მან სთხოვა მხარდაჭერებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, დარჩნენ საარჩევნო უბნებთან და არ წამოეგნონ პროვოკაციას.

ფანჯიკიძის განცხადებით, ვაკეში ნაცემია ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ნიკუსა თევდორაძე ორ მეგობართან ერთად, ერთერთი მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

კომენტარები