არჩევნები2012

აშშ-ს საელჩო თბილისში ამერიკის მოქალაქეებს მოსალოდნელი აქციის შესახებ აფრთხილებს

აშშ-ს საელჩო საქართველოში ამერიკის მოქალაქეებს თბილისში მოსალოდნელი დემონსტრაციების შესახებ აფრთხილებს.

საელჩოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური კოალიციის აქცია დაგეგმილია თავისუფლების მოედანზე, მონაწილეთა რაოდენობამ კი შესაძლოა, ასობით ათასი ადამიანი შეადგინოს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია მომდევნო დემონსტრაციების შესახებ, თუმცა, არ არის გამორიცხული, პოლიტიკურმა კოალიციამ ეს არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთოს.

საელჩო იტყობინება, რომ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსალოდნელია საცობები. ამასთან, საელჩოს მოლოდინით, დღეს და ახლო მომავალში მსგავსი აქციები თბილისის გარშემო და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყობა. ასევე ნათქვამია, რომ არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა, რომ რომელიმე ეს დემონსტრაცია ანტი-ამერიკანულია ან საელჩოს წინააღმდეგაა მიმართული.

„ის დემონსტრაციებიც კი, რომელიც მშვიდობიანია, შესაძლოა, ძალადობრივი და არაპროგნოზირებადი გახდეს. თქვენ მას თავი უნდა აარიდოთ, თუ ეს შესაძლებელია“ - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები