არჩევნები2012

1 ოქტომბერს ქართული ოცნება აქციას გეგმავს

დღეს 19:00 საათზე ქართული ოცნება აქციას მართავს - ინფორმაცია ამის შესახებ ქართული ოცნების ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. მიმართვის ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

„დღეს, საღამოს 19:00 საათზე თავისუფლები მოედანზე მოდით ყველანი! არ მივცეთ საშუალება არავის, რომ გაგვიყალბონ ხმები! გელოდებით ყველას! ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება და დავიცვათ ჩვენი ხმები! ერთად დაველოდოთ პარალელურ დათვლებსა და ეგზითპოლებს! მოემზადეთ გამარჯვებისთვის!“

 ""რადგან ჩვენს ბევრ მხარდამჭერს სურს, იზეიმოს ჩვენი გამარჯვება, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში და მთელ საქართველოში რამდენიმე ადგილას შევიკრიბოთ. ცენტრალური შეხვედრის ადგილი იქნება თავისუფლების მოედანი. " - განუცხდა ტაბულას მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები