არჩევნები2012

ჩიორა თაქთაქიშვილი: ჩვენ განსაკუთრებული ზომები მივიღეთ დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა მოწვევის კამპანიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის კომენტირებისას, რომ მიმდინარეობს ამომრჩეველთა მასობრივი აღრიცხვა, ჩიორა თაქთაქიშვილმა განმარტა: „პირველი -  ეს არ არის მასობრივი მობილიზაცია. ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოწვევის კამპანია. ამ კამპანიას პირველად არ ვახორციელებთ, წინა არჩევნებზეც იყო მსგავსი პრაქტიკა.“ - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

„ჩვენ განსაკუთრებული ზომები მივიღეთ, იმისთვის, რომ თავიდან აგვერიდებინა, ქართული ოცნების მხრიდან გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ნებისმიერი სახის დაძაბულობა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეს პროცესი გულისხმობს იმას, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კარდაკარის შედეგად წინასწარ იდენტიფიცირებული ყავს თავისი მომხრეები, თავისი ამომრჩევლები, ჩვენი მიზანი არის შევახსევნოთ ამომრჩევლებს მობრძანება არჩევნებზე. ჩვენ მივიღეთ ზომები რაც გულისხმობს, რომ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს არ აცვიათ პარტიული სიმბოლიკის შემცველი სამოსი, ორი მიზეზის გამო: რომ არ იყოს აღქმული მათი საქმიანობა, როგორც საარჩევნო პროპაგანდა და მეორე - რომ არ მოხდეს ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ჩვენი პარტიის წევრების პროვოცირება. ასევე, ჩვენ ადამიანებს მივუთითეთ დაიცვან გონივრული დისტანცია როგორც საარჩევნო უბნის შესასვლელიდან, ასევე  იმ შემთხვევაში, თუ სხვა პარტიასაც აქვს ასეთი ამომრჩევლის მოწვევის კამპანია დაგეგმილი იგივე ტერიოტირაზე.“ - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

კომენტარები