არჩევნები2012

ფანჯიკიძე : „სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია“

ქართული ოცნების პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ კოალიციის მედია-ოთახში პირველი ბრიფინგი გამართა.

ფანჯიკიძემ ყველას მიულოცა არჩევნების დაწყება და აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, საარჩევნო პროცესი კი მშვიდ, წყნარ ვითარებაში მიმდინარეობს: „გამოვთქვამ იმედს, რომ ყველა უბანი უკვე გახსნილია. მცირე დარღვევების შესახებ ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ რაიმე სერიოზული ჯერ არ მომხდარა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ. მან „ქართული ოცნების“ მომხრეებს ურჩია, არ მივიდნენ უბანზე სპეციალური მაისურით, რადგან ეს აკრძალულია და პრობლემები შეექმნებათ. ფანჯიკიძემ ასევე ურჩია ამომრჩევლებს, თუ ჩვეულებრივ სიებში თავს ვერ აღმოაჩენენ, მოითხოვონ სპეც-სიებში გადამოწმება.

კომენტარები