არჩევნები2012

ეკა ზღულაძე: პოლიცია სრულ მზადყოფნაშია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ეკა ზღულაძის განცხადებით, შსს უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი მშვიდ, ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში გააკეთონ.

„პოლიციას აქვს ინსტრუქცია, იმოქმედოს ფრთხილად, თავშეკავებით, თუმცა თუ რაიმე ინციდენტი ან მოვლენა საფრთხეს შეუქმნის მოქალაქის უფლებას, მისცეს ხმა, პოლიცია სრულ მზადყოფნაშია, დაიცვას თითოეული მოქალაქის ეს უფლება, მიიღოს ზომები და ხელი შეუწყოს თითოეულ ადამიანს თავისი კონსტიტუციური უფლების, არჩევანის გაკეთებაში“ - აცხადებს ეკა ზღულაძე.

 

კომენტარები