ცესკო

ფოტო და ვიდეო გადაღებებთან დაკავშირებით ცეკსომ გადაწყვეტილება მიიღო

საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილების შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გადაღების დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო შემდეგ კამერები განთავსდებიან სულ ცოტა სამი მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. 

რეგულაციები არ ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღების შემთხვევაში. გადაღების პერიოდი შეზღუდული არ არის. იკრძალება ამომრჩეველთა  კაბინის (შიგნიდან) და  სამაგიდო სიის გადაღება. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება 11 ხმით ორის წინააღმდეგ დაამტკიცა. 

კომენტარები