არჩევნები 2012

ივანიშვილი: სააკაშვილს ყურადღების გადატანა უნდა

"სააკაშვილი აცხადებს, თითქოს რამდენიმე თვეა პატიმრების წამების კადრები გვაქვს და საარჩევნოდ შემოვინახეთ. თუმცა, რა ხდებოდა ციხეებში, მათ კარგად იცოდნენ. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს და საკუთარი დანაშაული დამალოს," - განაცხადა ივანიშვილმა გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ინტერპრესნიუსის ცნობით, ივანიშვილმა სააკაშვილს მშიშარაც უწოდა.

ქართული ოცნების ლიდერი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრი ამომრჩეველს ყველაზე გამოცდილი უწოდა, რადგან, მისი თქმით, სააკაშვილმა აქ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლანჩხუთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მინდია კეჭაყმაძემ და "ახალი მემარჯვენეების" კანდიდატმა დავით წულაძემ თავიანთი კანდიდატურა "ქართული ოცნების" კანდიდატის თემურ ჩხაიძის სასარგებლოდ მოხსნეს.

კომენტარები