პრემიერ-მინისტრი

პრემიერი: მალე გაიგებთ ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებასა და თავისი რეჟიმის დამყარებას

ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას, პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უახლოეს დროში ცნობილი გახდება ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებასა და თავისი რეჟიმის დამყარებას.

“მთავარი არის ის, რომ ჩვენს გვერდით იყვნენ ადამიანები, რომლებიც უშვებდნენ ისეთ უმსგავსობას, რაც ციხეებში ხდებოდა. ჩვენთვის ეს დიდი გაკვეთილია, მაგრამ მე მიხარია ერთი რამ, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ამ ფაქტების გამოვლენას მოყვა საზოგადოებისა და ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია. ისეთი საზოგადოება შევქმენით, რომ ისინი აღარ შეეგუებიან საქართველოს უკან დაბრუნებას. ჩვენს შიგნითაც შეიძლება მოიძებნოს ადამიანები, რომლებიც ასეთ რამეს აკეთებენ და დიდი ალბათობაა, რომ თუ ეს რეფორმები ბოლომდე არ მივიყვანეთ ყველაფერი უკან დაბრუნდეს”,- თქვა მერაბიშვილმა.

 

კომენტარები