არჩევნები 2012

ივანიშვილი: მერაბიშვილი ნაციონალურ მოძრაობაში ყველაზე დაბალანსებული ადამიანია

"ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობაში ყველაზე დაბალანსებული ადამიანია, თუმცა მას ჩვენს გუნდში ყველაზე დაბალი ადგილი ექნებოდა," -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ვანო მერაბიშვილსაც ძალიან ბევრი პრობლემა ექნება სამართალთან, რამდენადაც მას ძალიან მაღალი პოზიციები ეკავა, როდესაც საქართველოში უამრავი დანაშაული ხდებოდა, თუმცა, ის ყველაზე დაბალანსებულია. ბოლო ტოტი მოჭრა სააკაშვილმა იმასთან დაკავშირებით, როდესაც გაათავისუფლა მერაბიშვილი. ახლა კი ისევ მის შემობრუნებას ცდილობს", - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილი ასე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ციხეში წამების კადრები მერაბიშვილის დახმარებით გავრცელდა. მისი თქმით, ეს ჭორი ნაციონალური მოძრაობის შიდა არეულობაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე რეალობაზე.

 "სააკაშვილმა მერაბიშვილის ახალაიათი ჩანაცვლებით მათი გუნდის ძალიან ბევრი წევრი გაანაწყენა და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი. ამათი დაშლა ძალიან ადვილია და ნახეთ, ცოტა ხანში როგორ დაიშლებიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

ივანიშვილმა ზუგდიდში სააკაშვილს გადადგომისკენაც მოუწოდა. 

კომენტარები