რომის პაპი

რომის პაპი ლიბანში ვიზიტს განაგრძობს

რომის პაპი ბენედიქტე მე-16 დღეს, 15 სექტემბერს, ლიბანის მუსლიმური გაერთიანებების ლიდერებს შეხვდება. ეს ვიზიტის საკვანძო შეხვედრა უნდა აღმოჩნდეს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას მას ამ დღეებში განვითარებული მოვლენები - მუსლიმების მხრიდან ანტი-ამერიკული პროტესტი და მას მოყოლილი მსხვერპლი სძენს.

მუსლიმ ლიდერებთან შეხვედრამდე, პაპი ქვეყნის პოლიტიკურ ფიგურებს - ქრისტიან პრეზიდენტს, სუნიტ პრემიერ-მინისტრსა და შიიტ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

დაგეგმილია პაპის სიტყვით გამოსვლაც. მის პატივსაცემად ქუჩაში ლიბანისა და ვატიკანის დროშებით აღჭურვილი ათასობით ადამაინი შეიკრიბა - ძირითადად, ქრისტიანები.

უკანასკნელი 15 წლის მანძილზე კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი ლიბანს პირველად სტუმრობს.

 

კომენტარები