ლიბანი

რომის პაპი ლიბანს ეწვია

რომის პაპი ბენედიქტ მე-16 სამდღიანი ვიზიტით ლიბანს ეწვია. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში კათოლიკე ეკლესიის ხელმძღვანელი ლიბანს პირველად სტუმრობს.

BBC-ის ინფორმაციით, ბეირუთში ჩასულ პაპს ქალაქის მოსახლეობა მისასალმებელი აბრებით შეეგება. ვიზიტის ფარგლებში ბენედიქტ მე-16 ხელისუფლების წარმომადგენლებს და ქვეყანაში არსებულ 18 რელიგიური ჯგუფის წევრებს შეხვდება.

გამოცემის ცნობით, პაპმა ჟურნალისტებთან ლიბანის მეზობელ სახელმწიფოში, სირიაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სირიისთვის იარაღის მიწოდება ”საშინელი ცოდვაა.” კათოლიკე ეკლესიის ხელმძღვანელმა სირიას შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მოსალოდნელია, რომ ლიბანში ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების რიცხვის შემცირების საკითხის შესახებაც ისაუბრებს. ქრისტიანები ლიბანის მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს შეადგენენ.

 

კომენტარები