ბრიტანეთში, ბრედფორდის მედიის მუზეუმში მსოფლიოს პირველი ფერადი ვიდეოჩანაწერები აღმოაჩინეს. უძველესი ფერადი ფილმები 1902 წლითაა დათარიღებული და მათი ავტორი ლონდონელი ფოტოგრაფი ედვარდ რეიმონდ ტერნერია.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ ყველაზე ძველი ფერადი ფირი, რომლის შექმნისთვის Kinemacolour-ის პროცესი გამოიყენებოდა, 1909 წელს შეიქმნა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ფერადი ფილმის შექმნის პროცესი ათი წლით ადრე, 1899 წელს სწორედ ტერნერმა დააპატენტა. ბრიტანელმა ფოტოგრაფმა თავისი ტექნოლოგიის განვითარება ვერ მოასწრო, რადგან მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.
მისი მოკლე ვიდეოჩანაწერები, რომელშიც მეოცე საუკუნის დასაწყისის ინგლისის ცხოვრებაა აღწერილი, წლების განმავლობაში ბრედფორდის მედიის მუზეუმში ინახებოდა.
მუზეუმის თანმშრომელი მაიკლ ჰარვი ფერადი ფირის აღდგენაზე მუშაობდა. მისი თქმით, აღნიშნული აღმოჩენა კინოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენაა.
პირველი ფერადი ფილმის ნახვა, რომელშიც მოთამაშე ბავშვები არიან ასახულნი, ბრედფორდის მუზეუმის ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი.




