არჩევნები

ივანიშვილი: როგორ შეიძლება პუტინს ვაკრიტიკებდეთ, როცა სააკაშვილი გვყავს?

13 სექტემბერს AFP-თვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილს “ძაღლიშვილი” და “პროფესიონალი მატყუარა” უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო ისეთივე ავტორიტარული ქვეყანაა, როგორიც რუსეთი და ბელორუსი.

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა განაცხადა რომ “სერიოზული დარღვევების” შემთხვევაში მასობრივ პროტესტს მიმართავს. მაგრამ კანონის ფარგლებიდან გასვლას არ აპირებს.

ივანიშვილმა განმარტა, რომ პუტინის კრიტიკა არ სურს, რადგან ეს მომავალში რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას შეუშლის ხელს. “როგორ შეიძლება პუტინს ვაკრიტიკებდეთ, როცა სააკაშვილი გვყაყვს?” - ჰკითხა ჟურნალისტს.

 

კომენტარები