არჩევნები 2012

ივანიშვილი დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს

დღეს, 9 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების დებატები გაიმართება. მასში მონაწილეობას ვანო მერაბიშვილი, გიორგი თარგამაძე და შალვა ნათელაშვილი მიიღებენ. დებატებში მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილსაც შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.

დებატები 20:00-ზე დაიწყება. კანდიდატები საზოგადოებრივ მაუწყებელში ერთი საათით ადრე მივლენ. ამ დროს წილისყრა გაიმართება რიგითობაზე, რასაც ასევე პირდაპირ ეთერში გადასცემს მაუწყებელი. დებატებს ჟურნალისტები არ დაესწრებიან.

პოლიტიკოსებს კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა მოუწევთ, 7 სექტემბერს გადასცეს და მათ პასუხების მოსამზადებლად ორი დღე ჰქონდათ.

დებატების ორგანიზებაში ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდია ჩართული. დებატების წესები კი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ექსპერტის მიერაა შემუშავებული.

 

კომენტარები