არჩევნები 2012

თელავში ქართული ოცნების აქცია გაიმართება

დღეს, 9 სექტემბერს, ქართული ოცნება თელავში, ერეკლეს მოედანზე, გამართავს აქციას. ის 18:00 საათზე დაიწყება. კოალიცია აქციის გამართვას კახეთში 2 სექტემბერს გეგმავდა, თუმცა ლოპოტას ხეობაში მიმდინარე მოვლენების გამო გადადეს.

ქართული ოცნება თელავის შემდგომ აქციის გამართვას ახალციხესა და ზუგდიდში აპირებს, შესაბამისად - 15 და 22 სექტემბერს.

 

კომენტარები