არჩევნები2012

NDI: რუსეთს რეალურ საფრთხედ ნაციონალების ამომრჩეველთა 62% მიიჩნევს, ქართული ოცნების - 32%

NDI-ს აგვისტოს კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა 62% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ამ მოსაზრებას ქართული ოცნების ამომრჩეველთა 32% ეთანხმება.

რუსეთის საფრთხეს არსებულად, მაგრამ გაზვიადებულად მიიჩნევს ქართული ოცნების მხარდამჭერთა 44%, ხოლო ნაციონალების მხარდამჭერთა 23%.

ქართული ოცნების ამომრჩეველთა 18% თვლის,რომ რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ მოსაზრებას ნაციონალების ამომრჩეველლის 4% იზიარებს.

კითხვაზე, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, შეუერთდებიან თუ არა ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას ქუჩაში საპროტესტო აქციის გამართვის შესახებ, ქართული ოცნების ამომრჩეველთა 67% პასუხობს, რომ შეუერთდება, ხოლო ნაციონალების - 4%.

ნაციონალების ამომრჩევლების 84% თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო ქართული ოცნების ამომრჩევლების 63% ფიქრობს, რომ არასწორად ვითარდება.

ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა 83% მიიჩნევს, რომ არჩევნები კარგად ან მეტნაკლებად კარგად ჩატარდება, იმავეს ფიქრობს ქართული ოცნების მხარდამჭერთა 39%.

ორივე პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობა პოლიტიკაზე სახლში საუბრობს (83%), ინტერნეტ- ფორუმებსა ან სოციალურ ქსელებში პოლიტიკაზე ნაციონალების ამომრჩევლის 3%, ხოლო ქართული ოცნების 1% საუბრობს.

 

კომენტარები