ავიაკატასტროფა

რიჩარდ ბახი ავიაკატასტროფაში მოჰყვა

ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, რიჩარდ ბახმა ავიაკატასტროფაში სერიოზული ტრავმები მიიღო. პატარა შვეულმფრენი, რომელსაც 76 წლის ბახი თავად მართავდა, დაშვებისას ელექტრომავთულს გამოედო და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მიწაზე დაენარცხა. შვეულმფრენიდან დაშავებული ბახის გამოყვანა და საავადმყოფოში წაყვანა იქვე მყოფმა ტურისტებმა მოახერხეს.

ტრაგედია სან-ხუანის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე მოხდა, სადაც  მწერალი უკვე დიდი ხანია ცხოვრობს. მისთვის თავისი ერთმოტორიანი შვეულმფრენი Easton Gilbert G Searey გადაადგილების ძირითად საშუალებას წარმოადგენს.

მწერლის შვილის, ჯეიმსის განცხადებით, ბახი სერიოზულად არის დაშავებული - მოტეხილი აქვს მხარი და მიღებული აქვს თავის მძიმე ტრავმა. თუ გამოჯანმრთელების შემდეგ ბახი ფრენას ვეღარ შეძლებს, ეს მისთვის კიდევ უფრო სერიოზული ტრავმა იქნება -  როგორც ცნობილია, ის მთელი ცხოვრება ფრენით არის გატაცებული. თვითმფრინავები და ცა არა მხოლოდ მის ნაწარმოებებში ფიგურირებს, ბახი დიდი ხნის განმავლობაში სამოქალაქო ავიაციაში მსახურობდა და ამერიკული BBC-ის მფრინავიც კი იყო.

 

კომენტარები