ვატიკანი

კარდინალი მარტინი: კათოლიკური ეკლესია დროს 200 წლით ჩამორჩება

მილანის ყოფილმა არქიეპისკოპოსმა და პაპობის კანდიდატმა კარდინალმა კარლო მარია მარტინიმ უკანასკნელ ინტერვიუში განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია ‘200 წლით ჩამორჩება დროს’.

‘ჩვენი კულტურა დაბერებულია, ჩვენი ეკლესიები დიდი და ცარიელი, ეკლესიის ბიუროკრატია იმატებს, ჩვენი რიტუალები კი პომპეზურია’, განაცხადა მარტინიმ გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე იტალიურ Corriere della Sera-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ეკლესიამ უნდა აღიაროს საკუთარი შეცდომები და დაიწყოს რადიკალური ცვლილება, დაწყებული პაპიდან და ეპისკოპოსებისგან. პედოფილიის სკანდალები გვავალდებულებს ავიღოთ ტრანსფორმაციის გზა’, თქვა მან ინტერვიუში.

მარტინის ერთ დროს ვატიკანის პროგრესულად განწყობილი ნაწილი პაპ იოანე პავლე მეორის მემკვიდრედ მოისაზრებდა. ეკლესიაში ლიბერალური ხმის, მარტინის შანსები პაპად გახდომისთვის შეირყა, როდესაც 2002 წელს გამოირკვა მისი პარკინსონის დაავადების შესახებ. 2005 წელს იოანე პავლე მეორე კათოლიკე კონსერვატორების ფავორიტმა ბენედიქტე XVI-მ შეცვალა, რომელსაც თეოლოგიურ საკითხებზე მკაცრი პოზიციების გამო კრიტიკოსები ‘ღმერთის როტვეილერს’ უწოდებენ.

 

კომენტარები