ინციდენტი

ქართული ოცნების ოფისზე თავდამსხმელს 60–დღიანი პატიმრობა მიესაჯა

1 სექტემბერს თეთრიწყაროს  რაიონული სამმართველოს პოლიციამ დააკავა დავით ხაჩატურიანი, რომელმაც კოალიცია ქართული ოცნების ოფისის ღობის გარკვეული ნაწილი დააზიანა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ პირებს – ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. 
ხაჩატურიანი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით გაასამართლეს და მას  60–დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
შეგახსენებთ, რომ კოალიციის თეთრიწყაროს ოფისზე თავდასმა 31 აგვისტოს,  23:30 საათზე მოხდა. როგორც ქართული ოცნების თეთრიწყაროს შტაბის უფროსმა მიხეილ ჩომახაშვილმა News.ge–სთან საუბარში განაცხადა, თავდამსხმელი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ოფისის თანამშრომლებს. „იძახდა, ხუთ ნომერს გაუმარჯოსო“. გამოძახებული საპატრულო პოლიცია ადგილზე ნახევარ საათში მივიდა. „ხაჩატურიანი წაიყვანეს, მაგრამ შემთხვევის ადგილი არ დაუთვალიერებიათ და არც დაზარალებულები დაუკითხავთ“ – აცხადებს ჩომახაშვილი.

კომენტარები