ნორვეგია

ანდერს ბრეივიკის ვერდიქტი - 21 წელი ციხეში

ოსლოს სასამართლომ ნორვეგიაში შარშან ჩადენილ ტერაქტებში ბრალდებული ანდერს ბრეივიკი შეურაცხადად არ სცნო  და მას 21–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2011 წლის 22 ივლისს ანდერს ბრეივიკის ტერაქტებს ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ქართველი თამთა ლიპარტელიანიც. მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ნათია ჩხეტიანი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

ბრეივიკი თავს ტერორისტად არ მიიჩნევს, თუმცა მკვლელობების ფაქტს არ უარყოფს. სასამართლო პროცესი 10 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. გადამწყვეტი პროცესისთვის სასამართლო დარბაზი საგანგებოდ განსხვავებულად იყო მოწყობილი - ნორვეგიის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ დაღუპულთა ნათესავებს ვერდიქტისთვის თვალყურის დევნება დარბაზში დამონტაჟებული ვიდეოკამერების მეშვეობით შეეძლოთ. 

თამთა ლიპარტელიანის მშობლები ბრეივიკისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდნენ.

კომენტარები