ტურიზმი

მიხეილ სააკაშვილი: რუს ხალხთან გვინდა ურთიერთობა, დამპყრობელთან - არა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხონის რაიონში, სოფელ გორდში მოსახლეობასთან შეხვედრისას, რუსეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ჯანსაღად აღდგენა მხოლოდ სახალხო დიპლომატიით მიიღწევა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ბევრი რუსი ტურისტი ჩამოდის და გაოცებული რჩება იმ აღმშენებლობით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. 

"ამ თვეებში რასაც ვუყურებ, ყველგან რუსულნომრიანი მანქანები მხვდება. ჩამოვიდნენ თავისუფალ ქვეყანაში! ჩვენ ხალხთან გვინდა ურთიერთობა! ჩვენ ჩვენს დამპყრობელთან ურთიერთობა არ გვინდა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა: „როდესაც აქ რუსი ტურისტი ჩამოდის, ადამიანურად გეპყრობა, მაგრამ როდესაც მოდის ტანკით, როგორც მონას, ისე გიყურებს. ჩვენ გვინდა გვიყურებდნენ, როგორც წარმატებულ ქვეყანას“. 

კომენტარები