ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ პარტია ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება”-ს საარჩევნო ნომრად 7, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის 4-ე და 5-ე პუნქტების თანახმად ვერ მიიღო.
ცესკოს აცხადებს, რომ ”თუ არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ”, ხოლო „ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით“.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა ანუ 25 აგვისტომდე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ზემოთხსენებული საკანონმდებლო ნორმა 2007 წლიდან მოქმედებს. აღნიშნული საკითხი არ გამხდარა საარჩევნო დავის საგანი 2008-2010 წლების არჩევნების პერიოდში და არ ყოფილა საარჩევნო რეფორმებზე სამუშაო ჯგუფის განხილვის საგანი 2009 და 2010-2011 წლებში, როდესაც ახალი საარჩევნო კოდექსის მუშავდებოდა” - განმარტავს ცესკო.
შეგახსენებთ, რომ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ცესკოს კანონის გვერდის ავლით მათთვის კუთვნილი საარჩევნო ნომრის არ მიცემაში ადანაშაულებენ. ”ქართულ ოცნებას” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილი ჰქონდა მოთხოვნა, ნომერი 7-ის საარჩევნო ნომრად გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც არ დაკმაყოფილდა.




