უკრაინა

იანუკოვიჩმა რუსული ენის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, უკრაინაში რუსული ენის სტატუსის  შესახებ კანონს ხელი მოაწერა. კანონის „ენის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ“ თანახმად, იმ რეგიონებში, სადაც  მოსახლეობის ათ პროცენტზე მეტისათვის რუსული მშობლიური ენაა, ამ უკანასკნელს განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება. შესაბამისად, ახალი კანონის მიხედვით, უკრაინის 27-დან 13 რეგიონში, რუსულს ოფიციალურად მიენიჭება რეგიონული ენის სტატუსი.

კანონი პარლამენტმა 3 ივლისს დაამტკიცა. ოპოზიცია თვლის, რომ კანონი დარღვევებით მიიღეს და დეპუტატებს მოუწოდებს, აღნიშნული კანონის ძალაში შესვლას წინ აღუდგნენ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულ საზოგადოებაში ენის საკითხი ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა - რუსული ენის სტატუსი წლების განმავლობაში ერთ-ერთ სერიოზულ პოლიტიკურ თემად გადაიქცა. საინტერესოა, რომ თავის დროზე, იანუკოვიჩის წინასაარჩევნო დაპირება სწორედ რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება იყო.

 

კომენტარები