პრემიერ-მინისტრი

საქართველოში „ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანია“ დაფუძნდა

კომპანიის პრეზენტაციას ქალაქ წყალტუბოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაესწრო. პრემიერი ადგილობრივებს კომპანიის ფუნქციების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ გლეხებს და ფერმერებს მათი პროდუქციის რეალიზაციაში სახელმწიფო დაეხმარება.

შპს "საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის სახელმწიფო კომპანია" გლეხებს საშუალებას მისცემს, საბაჟო პროცედურები გამარტივებულად გაიარონ. კომპანია პროდუქტის ტრანსპორტირებასა და მის საზღვარგარეთ გატანას უზრუნველყოფს.

ვანო მერაბიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ქართული პროდუქციის ექსპორტი, რაშიც გლეხებს უკვე სახელმწიფო დაეხმარება.

"ჩვენ ვიქნებით თქვენი ხიდი ევროპასთან, ჩვენ ავაშენებთ ხიდს წყალტუბოდან ევროპაში, წყალტუბოდან უკრაინაში, წყალტუბოდან ბელორუსიაში, ჩვენ ავაშენებთ ხიდს ადგილობრივი ბაზრიდან ცენტრალურ აზიაში" - განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, "საქართველოში უნდა შეიქმნას ეს ინფრასტრუქტურა და იმუშაოს თუნდაც სანახევროდ ისე, როგორც მუშაობდა პოლიცია. მგონი არც ერთ თქვენგანს არ აწუხებს კრიმინალის პრობლემა". 

 

კომენტარები