ქართუ ბანკი

ქართუ ბანკმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ქართუ ბანკმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და დროებითი მმართველობის პერიოდში გაცემულ 4 საკრედიტო ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. ბანკის მმართველის ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ბანკის დროებითმა ხელმძღვანელობამ 4 დეველოპერულ კომპანიაზე 50 მილიონი დოლარის ოდნებობის კრედიტი გასცა, რისი ფიზიკური შესაძლებლობაც ბანკს არ გააჩნია. ჯავახიშვილის თქმით, კრედიტების გაცემისას დაირღვა პროცედურული წესები, რის გამოც ხელშეკრულებები უნდა გაბათილდეს. სასამართლო სარჩელის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას 5 დღის ვადაში მიიღებს, რის შემდეგაც სასამართლო პროცესი დაინიშნება. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, ბანკმა კრედიტი 31 ივლისამდე უნდა გასცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიკვიდობის კოეფიციენტის დარღვევის გამო იქ შეიძლება ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია შევიდეს. 

კომენტარები